საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამძიმარი
„ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში აცხადებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის გმირობის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. გაერო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში.