შოვში მიმდინარე სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთო
2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილ ბუნებრივ კატასტროფასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა. დოკუმენტს ხელი მთავრობის მეთაურმა მოაწერა. კურორტ შოვში მიმდინარე სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინ საგანგებო შტაბში გამართული თათბირის შემდეგ მიიღო.
