სტიქიის შედეგად დიდია ინფრასტრუქტურული ზარალი
სტიქიის შედეგად დიდია ინფრასტრუქტურული ზარალი. სტიქიამ ხიდები მოგლიჯა, გზები წაიღო. მიმდინარეობს დროებითი გადასასვლელების მოწყობა, გადარჩენილი ხიდების რეაბილიტაცია. უკვე გაიწმინდა გზის შესასვლელები და სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად, დროებითი გზები იჭრება. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ათობით მძიმე ტექნიკა.
