ტრამპის საქმე
ბოლო 4 თვეში, დონალდ ტრამპი უკვე მესამედ დააკავეს, თითის ანაბეჭდები აუღეს და ბრალი წარუდგინეს. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით, სიცრუეზე დაფუძნებულ შეთქმულებაში ადანაშაულებენ. 6 იანვრის საქმეზე წაყენებული ბრალდებებიდან, 2 პუნქტი მინიმუმ 5-წლიან პატიმრობას, ორი კი, 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად დონალდ ტრამპი ოთხივე პუნქტში თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
