სტიქია კახეთში
სტიქიის შედეგებს ებრძვიან გურჯაანშიც. წუხელ მოსულმა ძლიერმა ქარმა და წვიმამ მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზიანა. ცხრა აპრილის ქუჩაზე ხუთ კორპუსს სახურავი ნაწილობრივ და მთლიანად გადახადა. 40-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები. დაზიანებულია გაზსადენი მილი და ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც აბონენტების ნაწილი ელ.ენერგიის და ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა. ზარალს ითვლის სპეციალური კომისია.
