რუსთავის სკოლის მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან
შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ რუსთავის სკოლის მოსწავლეები. ყველა მოსწავლე უკვე ევაკუირებულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 61 ადამიანი უკვე რუსთავშია. მოსწავლეები შოვში ტბასთან სალაშქროდ იმყოფებოდნენ, სტიქია იმ დროს მოხდა, როდესაც ბანაკში ბრუნდებოდნენ.
