ირაკლი კობახიძის სამძიმარი
გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს: „უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას. მადლობას ვუხდი პოლიციელებს, მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ ყველა უწყებას. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი“
