მეწყერი შოვში
რაჭაში „სანსეტ შოვისა“ და კოტეჯების ტერიტორია სტიქიის ეპიცენტრია. ორ კილომეტრამდე ფართობი, მიწის მასითაა დაფარული, ადგილზე მობილიზიებულია მძიმე ტექნიკა იმისათვის, რომ სტიქიის ზონას მაშველები დროებით გაჭრილი გზით დაუკავშირდნენ. ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვებიც.
