მამუკა მდინარაძის სამძიმარი
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მთელ ქვეყანას უსამძიმრებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. „ტრაგედიით სარგებლობის, მავნებლობისა და თაღლითობის ის მასშტაბი, რასაც ორი დღეა ვხედავთ, მართლა წარმოუდგენელია. სხვა შეფასება ალბათ რთულია და ახლა არც ამის დროა. მადლობა ყველა უწყებას, მაშველებს, პოლიციელებს, რომლებიც თავდაუზოგვად და მაღალპროფესიულად ებრძვიან სტიქიის შედეგებს. მათ უკვე შეძლეს ყველა ადამიანი, რომლბთანაც კომუნიკაცია შედგა, უვნებლად გამოეყვანათ სტიქიის ზონიდან, ახლა კი ძებნის სამუშაოებს განაგრძობენ, დაკარგული ადამიანების პოვნის უდიდესი იმედით“,- წერს მამუკა მდინარაძე
