პარლამენტის თავმჯდომარე სტიქიის ზონაში
სტიქიის ზონაში იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის დეპუტატები. სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომას, პრემიერთან ერთად ესწრებოდა შალვა პაპუაშვილიც. მოგვიანებით კი, ის სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამაშველო სამსახურებმა შეასრულეს ყველა გადაუდებელი ამოცანა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.
