შვიდი აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
შვიდი აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ მძიმე ვითრებას გაეცნო. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარი ერთვება. თავდაცვის ძალები ადგილზე სპეცსაშუალებებით იმუშავებენ. შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალური ინფორმაცია სტიქიის სალიკვიდიაციო საგანგებო შტაბისგან მიიღო. სამუშაო სხდომას ის თავად დაესწრო. 400-ზე მეტი მაშველი მუშაობს ადგილზე, 210 მოქალაქე სტიქიის ზონიდან მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. ნაპოვნია 11 გარდაცვლილის ცხედარი. ეძებენ 25 ადამიანს, მათ შორის არიან ბავშვებიც.
