პატრიარქის მიმართვა
რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, მწუხარებას გამოთქვამს პატრიარქი. „მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო. რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია“,- ვკითხულობთ პატრიარქის მიმართვაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. ილია მეორე მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს.
