პატრიარქის მიმართვა
რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, მწუხარებას გამოთქვამს პატრიარქი. „ მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო. რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. „ ვკითხულობთ პატრიაქრის მიმართვაში , რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
