პრემიერი სტიქიის ზონაში ჩავიდა
კურორტი შოვი სტიქიის ეპიცენტრია. ორ კილომეტრამდე ფართობი, მიწის მასითაა დაფარული, რის გამოც მაშველებს მისვლა და სამუშაოების დაწყება უჭირთ. ადგილზე მობილიზიებულია მძიმე ტექნიკა იმისათვის , რომ სტიქიის ზონას მაშვლეები დროებით გაჭრილი გზით დაუკავშირდნენ. შოვში შექმნილ მძიმე ვითარებას ადგილზე გაეცნო პრემიერ მინისტრი. მანამდე კი, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ონის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გაიმართა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
