მექსიკაში ავტოკატასტროფის დროს 17 ადამიანი დაიღუპა 22 კი დაშავდა
მექსიკაში, ავტოკატასტროფის დროს, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა. დაღუპულთა შორის 3 ბავშვი, 6 კი ინდოეთის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშობენ. უცნობია, რამ გამოიწვია ავარია.
