სტიქია ჩინეთში
ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილი ისევ სტიქიას უკმკლავდება. გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ, ჰარბინის პროვინციაში საავტომობილო ხიდი ჩაანგრია, ინციდენტისას მდინარეში რამდენიმე ავტომობილი ჩავარდა, გავრცელებული ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. წყალდიდობის შედეგად დაზიანდა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები. ბოლო 1 კვირაში, ჩინეთში სტიქიის შედეგად 20 ადამიანია დაღუპული.