სასტუმრო „სანსეტ შოვი“ განცხადებას ავრცელებს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ მათი ინფორმაციით, ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი, დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. “სანსეტ შოვი” მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული და დაკარგული ადამიანების ოჯახების მიმართ.
