სტიქია შოვში - რას ყვებიან თვითმხილველები
შოვის საკურორტო ზონა პრაქტიკულად განადგურებულია. სასტუმრო სანსეტ შოვის და კოტეჯების მიმდებარე ტერიტორია, თითქმის მთლიანად მიწის მასით არის დაფარული. როგორც ცნობილია, ძლიერმა წვიმებმა ადგილობრივი მდინარეების ადიდება გამოიწვია, შედეგად შოვში, საკურორტო ტერიტორიაზე მეწყერი განვითარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, ადგილზე მუშაობენ გეოლოგები.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები