210 გადარჩენილი და ექვსი დაღუპული - შოვის კურორტი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყურადღების ცენტრშია
210 გადარჩენილი და ექვსი დაღუპული - შოვის კურორტი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყურადღების ცენტრშია. სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და 400-მდე მეხნაძრე-მაშველი. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. შოვში კოტეჯების ტერიტორიაზე მისვლა გართულებულია. რამდენიმე წუთში სპეციალური ტექნიკით დროებითი გზის გაჭრა დაიწყება . სამუშაოებს ართულებს დაზიანებული ინფრასტრუქტურაც. დღეს დილით შოვიდან ონის ცენტრის მიმართულებით, ვერტმფრენით რამდენიმე საევაკუაციო რეისი შესრულდა.

სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები