სამაშველო ღონისძიება სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა
სამაშველო ღონისძიება სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად , მაშველებს უსაფრთხო ტერიტორიაზე, დილიდან გადმოჰყავთ სტიქიის ზონაში ჩარჩენილები. ასევე უწყვეტ რეჟიმში ეძებენ შოვის კურორტზე დაკარგულ ადამიანებს. დილიდან ძებნა განახლდა სამაშველო ვერტმფრენებითაც, რომელთაც ცუდი ხილვადობის გამო გუშინ საღამოს სამუშაოების შეჩერება მოუხდათ. 2 ვერტმფრენს დღეს ვერტმფრენები, კიდევ დაემატება. ღამის პირობებში გაჭირდა მაშველთა სპეცტექნიკით მუშაობაც, მით უფრო იმ ფონზე, რომ შოვს ელექტროენერგია არ მიეწოდება, სოფელ გლოლას კი, დენის მიწოდება გუშინ საღამოსვე აღუდგა.
