როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლესი დღეების განმავლობაში
მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესები შოვში, წინა დღებში მოსულმა ძლიერმა წვიმამ წარმოშვა. როგორც „ქრონიკას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუმარტეს, ქვეყნის მასშტაბით კვლავ მოსალოდნელია ნალექი წვიმის, ზოგან სეტყვის სახით. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი დღეების განმავლობაში მაღალი ტემპერატურის ფონზე , წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. გასულ დღეებთან შედარებით ტემპერატურა დაიკლებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 26-31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 28-33 გრადუსის ფარგლებში იქნება. მომდევნო დღეების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ნალექის შემცირებაა ნავარაუდევი.
