პოლონეთის პრემიერ მინისტრის განცხადება
პოლონეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ვაგნერის ჯგუფი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციას ეცდება. მატეუშ მორავეცკიმ ასევე განმარტა, რომ რუსეთი და ბელარუსი ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებზე პროვოკაციებს აწყობენ. პოლონეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო მიზნად ისახავენ არეულობისა და ქაოსის შექმნას და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის სისუსტეების გამოაშკარავებას.
