სააკაშვილის განცხადება
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში კორუფციული სქემების დახმარებით, მასობრივად იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ყიდულობენ ქართულ მიწებს. სააკაშვილი პარალელს ავლებს მისი მმართველობის პერიოდთან. ციტატა განცხადებიდან -უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრას უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიაზე დაატარებენ- წერს სააკაშვილი. თემაზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები. მმართველი გუნდი სააკაშვილის განცხადებას ცინიზმს უწოდებს.
