„სულიკო“
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძეს სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვარინკა წერეთლის ბიოგრაფიის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „სულიკოს“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაესწრო. ვარინკა წერეთლის ბიოგრაფიის სცენაზე გაცოცხლების იდეა, ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვახტანგ ჯუღელს ეკუთვნის. პიესა, რომლის ავტორია ნინია სადღობელაშვილი, „სულიკოს“ მელოდიის ავტორის ბიოგრაფიულ მასალაზეა აგებული და აქამდე უცნობ ამბებს მოგვითხრობს.
