შსს-ს წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკში
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრა გამართეს. 300-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, რა ასაკიდან და როგორ ხდება მართვის მოწმობის აღება, ინფორმაცია მიეწოდათ საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, ტრეფიკინგთან ბრძოლის მეთოდებზე, შეხვედრა კითხვა-პასუხით წარიმართა .საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
