სტიქია ჩინეთში
ჩინეთში, ტაიფუნ დოქსურის გამო, მოსახლეობის მორიგი ევაკუაცია მიმდინარეობს. ჰუბეის პროვინციაში წყალდიდობამ მრავალი საცხოვრებლი შენობა დააზიანა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს რამდენიმე ათეული შენობიდან მოსახლეობა, ვერტმფრენებისა და ნავების დახმარებით, უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ. ტაიფუნი ჩინეთში უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს. დედაქალაქ პეკინსა და მის მეზობელ პროვინციაში 20-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.