სტიქია იაპონიაში
იაპონიაში ტაიფუნ ხანუნს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 41 კი დაშავდა. სტიქიას ოკინავისა და კაგოშიმის პრეფექტურებში ებრძვიან. სადაც ძლიერი წვიმისა და ქარის გამო 166 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. პროვინციის მთავარ აეროპორტში კი 300-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ტაიფუნ ხანუნის გამო, სახელმწიფო დაწესებულებები და სკოლები დროებით დაიხურა ტაივანშიც.