აშშ ნიგერში საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას იწყებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიგერში მდებარე საელჩოდან თანამშრომლების ნაწილობრივი ევაკუაციის განკარგულება გასცა. ვაშინგტონის განმარტებით, ნაწილობრივი ევაკუაციის მიუხედავად, აფრიკულ ქვეყანაში დიპლომატიური უწყება ფუნქციონირებას მაინც განაგრძობს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბილინკენმა განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნიგერში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის აღსადგენად ძალისხმევას გააგრძელებს. ევაკუაცია ქვეყანაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას უკავშირდება, სამხედროების ჯგუფმა ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი ხელისუფლებას ჩამოაშორა.
