რუსეთი უკრაინული დრონების განადგურებას იუწყება
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მოსკოვიდან 200 კილომეტრის მოშორებით 6 უკრაინული დრონი გაანადგურეს. სამხედრო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ რუსეთის დედაქალაქზე უკრაინის მორიგი ტერორისტული აქტი აღკვეთეს. კალუგის ოლქის გუბერნატორი წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა, დრონების ნარჩენების ცვენას კი ნგრევა არ მოჰყოლია.
