დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია
დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო. ამ დროისთვის, უკვე აღგენილია ტროტუარების სავალი ნაწილი და ხიდის მოაჯირები, მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციები. პროექტის ფარგლებში, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომლის ღირებულება 4 200 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
