„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდება
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი დაკავებულის საქმეს განიხილავს. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე იმ მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს, რომლებიც შარმაიძესა და კიდევ ორ დაკავებულის მიერ თბილისში, ე.წ ქურდული გარჩევის ორგანიზებასა და მუქარის გზით, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას გულისხმობს. ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შემთხვევაში პატიმრობის შეცვლა მოითხოვონ.
