სტიქია კახეთში
სტიქიის მძიმე შედეგებს ებრძვიან კახეთში. უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი: ველისციხე, ჩუმლაყი, ყიტაანი და ვაზისუბანი დააზარალა. განსაკუთრებით რთულია ვითარება ვაზისუბანში. სეტყვამ, ვენახებთან ერთად, ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურები გაანადგურა. რა ზარალი მიადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტს, სპეციალური კომისია დაადგენს. სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
