ვაშაძე-ხაბეიშვილის ერთობა
პაატა მანჯგალაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდეს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი არ უარყოფს და აქვე განმარტავს, რომ მათი მიზანი თანმდებობების გადანაწილება არ არის. რა მიზანი აქვს 2024 წლის არჩევნებზე ხაბეიშვილ-ვაშაძის გაერთიანებას, მანჯგალაძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. მათი გეგმები არ აინტერესებს ოპოზიციის მეორე ნაწილს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ გაერთიანება მარცხისთვის წინასწარ განწირულია.
