რეიდი ბრაზილიაში
შეტაკებები რიო დე ჟანეიროში. პოლიციამ ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ რეიდი მოაწყო. ორმხრივი სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაჯგუფება „ფაველების“ ლიდერები, ძმები ლემები. დაიჭრა პოლიციის ერთი ოფიცერიც. ნარკოკარტელის წინააღმდეგ რეიდი ჩატარდა სან-პაულუში, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია ათობით ადამიანი. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი.
