ისრაელი „დავითის შურდულს“ ფინეთს მიჰყიდის
შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ნება დართო, საჰაერო თავდაცვის სისტემა „დავითის შურდული“ ფინეთს მიჰყიდოს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შემდეგ განაცხადა, რომ ამ სისტემის შეძენა სურდა. ამას კი ვაშინგტონის თანხმობა სჭირდებოდა, რადგანაც სისტემა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთობლივად შეიმუშავეს. გარიგების ღირებულება 316 მილიონი ევროა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი „დავითის შურდულის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას სხვა ქვეყანას მიჰყიდის.
