უკრაინა მშვიდობის გლობალურ სამიტს გამართავს
უკრაინა მიზნად ისახავს მშვიდობის გლობალური სამიტის შემოდგომაზე გამართვას. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, აგვისტოში უკრაინელი დიპლომატები ახალი პოლიტიკური სეზონისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც მთელ მსოფლიოში პროუკრაინული უნდა გახდეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ელჩების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშვიდობის ფორმულის განხორციელება უნდა გახდეს.
