ომის მსხვერპლი მოსახლეობა
უკრაინის გენერალური პროკურატურა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 10 749 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და 15 599 ადამიანის დაჭრის ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა განაცხადა. დაღუპულთაგან 499 ბავშვია. მონაცემები საბოლოო არაა, რადგანაც დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაზუსტებული ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება.
