იუსტიციის სახლმა მუშაობა განაახლა
იუსტიციის სახლმა მუშაობა უკვე განაახლა. მანამდე, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით, მზა დოკუმენტებს თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან გასცემდნენ. შეგახსენებთ, თბილისის იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, გუშინ ევაკუაცია გამოცხადდა. ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება 112-ში შუადღისას შევიდა, რამაც შენობის დაცლა და იუსტიციის სახლის მუშაობის პარალიზება გამოიწვია.
