ISFED-ის შეცდომისა და ტრამპის საქმის პარალელები
ტრამპის წინააღმდეგ აღძრული რეზონანსული საქმის დეტალები მმართველ პარტიას 2020 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს ახსნებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის, რაც დასჯადია ამერიკაში, დაუსჯელია საქართველოში. მათივე თქმით, ამის მაგალაითია ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებში დაშვებული შეცდომა, რომელმაც მაშინ საზოგადოების ერთი ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია და პოლიტიკური პროცესები თავდაყირა დააყენა.
