ტრამპის საქმე
დონალდ ტრამპი დღეს ვაშინგტონის სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. მან თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ 561-წლამდე პატიმრობა ემუქრება. „თაღლითი ჯოს კორუმპირებულმა იუსტიციის დეპარტამენტმა უკანონოდ წამიყენა ბრალი“, - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი. ცნობისთვის, სამშაბათს ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
