სტიქია ჩინეთში
ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს, ტაიფუნი ხანუნი უახლოვდება. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის გამო ქარის სიჩქარე საათში 74 კილომეტრს მიაღწევს. რეგიონში განგაშის ლურჯი ნიშნულია გამოცხადებული. პარალელურად პეკინში, ტაიფუნ დოქსურის შედეგად გამოწვეულ სტიქიას ებრძვიან. წყალდიდობის გამო ჩინეთის დედაქალაქში კიდევ რამდენიმე რაიონი დაიტბორა. შედეგად მოსახლეობის მორიგი ევაკუციის განკარგულება გაიცა. სტიქიამ 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 30-მდე ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებენ.
