პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობა
პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები საუკეთესო აღარ არის. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მედიას განუცხადა, რომ ურთიერთობებში ბზარი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო გაჩნდა. პაველ იაბლონსკის თქმით, კიევის ემოციური განცხადებების ესმის, თუმცა მოკავშირე სახელმწიფოზე თავდასხმას არ მიესალმება. ოფიციალური კიევი პოლონეთს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის გამო აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ შავი ზღვის შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, უკრაინას სურსათის გატანაში მეზობლები უნდა დაეხმარონ.
