საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „ილიაობას“ აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, „ილიაობას“ აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა და წირვის ბოლოს მრევლს ამბიონიდან მიმართა. „სიხარული შედეგია სიყვარულისა, გიყვარდეთ ერთმანეთი“ - აღნიშნა საქართველოს ეკლესიის მეთაურმა. ქადაგებისას, ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა, პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის, ილია მართლის ხსენებასა და პატრიარქის ანგელოზის დღეს ზეიმობს.