ფოთში კრივის და ჭიდაობის დარბაზები განახლდა
ფოთის მუნიციპალიტეტში კრივის და ჭიდაობის დარბაზებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა დარბაზების შიდა ინფრასტრუქტურა და სპორტული ინვენტარი, სადაც 200-მდე ფოთელი ბავშვი სპორტული სერვისის მომსახურებას, სრულიად უფასოდ იღებს. დასრულებული სამუშაოები დღეს ფოთის მერმა და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაათვალიერეს.
