ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა გამოაქვეყნა. იანვარ-ივნისის თვის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან ორ მილიარდამდე დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის დაახლოებით 124%-ით აღდგენაა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მაჩვენებლები რეკორდულადაა გაზრდილი.
