ევროკავშირის ანგარიში - შეფასებები
მმართველი გუნდის შეფასებით, ევროკავშირის ანგარიშით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ასოცირებულ ტრიოში ლიდერია და დადასტურდა ისიც, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ობიექტურად იმსახურებს. „ქართული ოცნების“ შეფასებას არ იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია. ხელსუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ევროკავშირის 2022 წლის აგარიშია და შესაბამისად, მასში ვერ მოხვდა მიმდინარე წელს მიღებული გადაწყვეტილებები. ოპოზიციური პარტიები კვლავ ბრიუსელის 12 რეომენდაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 12 რეკომენდაციიდან 9 ამ დრომდე შესრულებული არ არის.
