მორიგი ბრალდება ტრამპის წინააღმდეგ
ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. პირველად ამერიკაში, სასამართლოს წინაშე ყოფილი პრეზიდენტი წარდგება, რომელსაც ბრალად ქვეყნის დემოკრატიული სისტემის ჩამოშლის მცდელობა ედება. საბრალდებო დასკვნის თანახმად, დონალდ ტრამპს ძალაუფლებაში დარჩენა სურდა და ამ მიზნით, არჩევნების გაყალბებით, კაპიტოლიუმზე თავდასხმის პროვოცირება მოახდინა. დონალდ ტრამპის ბრალდება ქვეყნის მოტყუების მიზნით შეთქმულებასა და ოფიციალური პროცედურების შეფერხებას ეხება. საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ არჩევნების დღიდან მალევე, ტრამპმა „გამოიყენა უკანონო გზები“ არჩევნების შედეგების დივერსიისთვის. თავად ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება.
