შალვა პაპუაშვილის განცხადება
დონალდ ტრამპის გარშემო მიმდინარე პროცესებსა და 2020 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას შორის პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პარალელი გაავლო. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, მაშინ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა და საქმე უმართავ პროცესებამდეც კი მივიდა. მიზანი, საზოგადოებაში ბრაზის გამოწვევა და არჩევნებისადმი უნდობლობის გამოწვევა იყო. პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს ISFED-ის დონორ ორგანიაციაზე, რომელმაც რამდენიმე კვირით ადრე იცოდა დაშვებულ შეცდომაზე მაგრამ დუმდა.
