პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მკაცრად გმობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის დაბარებას
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მკაცრად გმობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონეთის ელჩის დაბარებას. „იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს, ასეთი შეცდომები დაუშვებელია“, – წერს მატეუშ მორავიეცკი.