ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბახმუტში საოკუპაციო ძალები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უკრაინელთა შეტევის შეჩერებას. ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს კი უკრაინელები კუპიანსკში, ლიმანსა და სვიატოვოში იგერიებენ. დრონებით განხორციელდა თავდასხა კიევსა და ოდესაზე, თუმცა უპილოტო საფრენი აპარატების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.
